ესთეტიკური სტომატოლოგიის ცენტრი “ENAMEL”-ის საკუთარი ლაბორატორია „დენტალ ლაბ“ გვაძლევს საშუალებას სწრაფად და ეფექტურად მოვახდინოთ ორთოპედიული და ორთოდონტიული სამუშაოების შესრულება.
ყველანაირი სირთულის სამუშაოს შესრულება მაქსიმალური სიზუსტით „დენტალ ლაბ“-ში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით და გამოცდილ ტექნიკოსთა ჯგუფის მეშვეობით ხდება.
დენტალ ლაბის პრიორიტეტია:
ლაბორატორია აღჭურვილია დანიური წარმოების 3 SHAPE სკანერებით, რომლის მეშვეობითაც, პაციენტის პირის ღრუს მონაცემების ციფრულ სივრცეში გადატანა ხორციელდება.

კლინიკური ჩვენების, პაციენტის სურვილების, ღიმილის თანამედროვე დიზაინის, ფუნქციური თუ ესთეტიკური პარამეტრების გათვალისწინებით- სწორედ DENTAL LAB-ის კბილის ტექნიკოსები ციფრულად, თანამედროვე პროგრამების გამოყენებით ქმნიან ნებისმიერი სირთულის ორთოპედიულ სამუშაოებს.

მხატვრული ხედვა და უნარები, უახლესი და მუდმივად განახლებადი აპარატურა, კვალიფიციური გუნდი და ექიმებთან ეფექტური თანამშრომლობა DENTAL LAB-ის პრიორიტეტია.
