როდესაც იმპლანტაციისთვის ემზადები, მნიშვნელოვანია
ექიმის პროფესიონალიზმი
იმპლანტის ხარისხი
ჩანერგვის ტექნიკა
სამომავლო ორთოპედიული კონსტრუქციის (ერთეული გვირგვინი, ხიდი, პროთეზი) წინასწარი დაგეგმვა
თანამედროვე ტექნოლოგიები ეხმარება ექიმს იმპლანტაციის სწორ და ატრამვულად ჩატარებაში
კლინიკა „ენამელშ“ საიმპლანტაციო სისტემიდან, არჩევანი შევაჩერეთ ევროპასა და ამერიკაში #1 გაყიდვად კორეულ კომპანიაზე „მეგაგენი“, რომლის ჩანერგვაც შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ძვალში
იმპლანტაციას ატარებს ყბა-სახის ქირურგი, იმპლანტოლოგი გიორგი რაქვიაშვილი იმპლანტაცია ტარდება თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიის გამოყენებით – საჭიროების შემთხვევაში ქირურგიული მიმმართველის დახმარებით, ხოლო პროგნოზირებადი შედეგისთვის და სამომავლო პროტეზირების დაგეგმარება ხორციელდება „digital Imaging” (ციფრული დაგეგმარებით)
დენტალური იმპლანტაცია წარმოადგენს ადენტიის (უკბილობის) მკურნალობის უალტერნატივო მეთოდს. დენტალური იმპლანტაციის დროს ძვალში თავსდება ხელოვნური ფესვი (იმპლანტი), რომელზეც შემდგომში ფიქსირდება ხოლოვნური კბილი (გვირგვინი).
დენტალური იმპლანტაცია ციფრულად დამზადებული მმართველის (შაბლონის) გამოყენებით წარმოადგენს რევოლუციას თანამედროვე სტომატოლოგიაში. დღეს იმპლანტაცია ციფრული ტექნოლოგიით, ანუ კომპიუტერული დაგეგმარებით ყოველგვარი განაკვეთის გარეშე სრულდება.
კბილის დენტალური იმპლანტაციის დროს გამორიცხულია უზუსტობები და პროცედურის შემდგომი გარ¬თუ¬ლე¬ბები.
იმპლანტაცია ციფრული ტექნოლოგიით რამოდენიმე ეტაპისგან შედგება:
1 ეტაპი – 3D კომპიუტერული ტექნოლოგიით ძვლოვანი ქსოვილის დეტალური დათვალიერება.
2 ეტაპი –პირის ღრუ სკანირება და სპეციალური კომპიუტერული პროგრამით დაკარგული კბილის წინასწარი მოდელირება.
3 ეტაპი – დამოდელირებული კბილე(ბ)ის ციფრულად დამუშავება და ზუსტი განსაზღვრა თუ როგორი ფორმის, ზომის იმპლანტი უნდა გაკეთდეს. იმპლანტის ჩასმის მდებარეობა ძვლოვან ქსოვილში ისაზღვრება იდეალური სიზუსტით.
4 ეტაპი –ციფრულად დამზადებული მიმმართველის (შაბლონის) გამოყენებით დენტალური იმპლანტაცია.
უპირატესობები:
- ოპერაცია განაკვეთის გარეშე
- იმპლანტის ჩასმის მიმართულების იდეალური სიზუსტე
- ოპერაციის შემდგომი შეშუპების და ტკივილის მინიმალიზაცია
- პროცედურის მოკლე დროში ჩატარება
- უსაფრთხო და კომფორტული პროცედურა


