სტომატოლოგიური თერაპია მიზნად ისახავს კბილის სხვადასხვა ქსოვილის დაზიანების მკურნალობას.
კარიესი არის პროცესი, რომლის დროსაც მიმდინარეობს კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაცია და დარბილება. შედეგად ყალიბდება კარიესული ღრუ.
არსებობს კარიესის რამდენიმე სტადია სიღრმის მიხედვით:
- ლაქის სტადია
- ზედაპირული კარიესი
- საშუალო კარიესი
- ღრმა კარიესი
კარიესის მკურნალობა გულისხმობს, კარიესის ღრუს წმენდას და შევსებას საჭირო საბჟენი მასალით. მკურნალობის შედეგად აღდგება კბილის ქსოვილის მთლიანობა და აღმოიფხვრება კარიესის პროგრესირება.
რა მასალა გამოიყენება მკურნალობისას?
კლინიკაში გამოიყენება ბოლო თაობის სხივურად გამყარებადი მასალები, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ესთეტიურობით და სიმტკიცით. ფრონტალური ჯგუფის კბილების რესტავრაციისათვის გამოიყენება ჰელიო ბჟენები, რომელთაც ახასიათებს ფერის მდგრადობა და კბილის ქსოვილთა მაქსიმალურად მიახლოვებული სტრუქტურა.
საჭიროებს თუ არა პროცედურა ანესთეზიას?
ღრმა და საშუალო კარიესი საჭიროებს ადგილობრივ ინექციურ ანესთეზიას, ხოლო ინექციის წინ ხდება ლორწოვანის გაუტკივარება. პაციენტი პროცედურის დასრულებისთანავე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

