სტერილიზაცია - Enamel Aesthetic Dentistry

ესთეტიკური სტომატოლოგიის ცენტრი “ENAMEL”-ში უახლესი აპარატურით აღჭურვილი სტერილიზაცია უზრუნველყოფს პაციენტების უსაფრთხო და საიმედო მკურნალობას. კლინიკაში დანერგილია სტერილიზაციის ბოლო თაობის სტანტარტი, რაც მოიცავს პაციენტის მიღებამდე და მანიპულაციის დასრულების შემდეგ საერთაშორისო პროტოკოლის დაცვას.

პირველ ეტაპზე იტალიური წარმოშობის სადეზინფექციო ხსნარებით „BOSSKLEIN” სტერილდება: ბორმანქანა და ყველა სამუშაო ზედაპირები, იატაკი და კედლები.

მკურნალობის დაწყებამდე, პაციენტის თვალწინ იხსნება სტერილური პაკეტი. მანიპულაციის დროს გამოყენებული ერთჯერადი საიზოლაციო და დაცვითი მასალები (ხელთათმანი, პირბადე, ნერწყვგამწოვი, შპრიცი) იყრება სპეციალურ კონტეინერში.



გამოყენებული ინსტრუმენტები თავსდება სარეცხ მანქანაში (გერმანული ფირმის MELAG) , სადაც სამი სახის სადეზინფექციო ხსნარებით ხდება მათი სრულყოფილი რეცხვა-დეზინფექცია. ამის შემდგომ, იფუთება სპეციალურ პაკეტებში და თავსდება ავტოკლავში, სადაც მაღალი ტეპერატურისა და წნევის ქვეშ ხდება მათი სრულყოფილი სტერილიზაცია. შესაფუთ ქაღალდზე აუცილებლად მითითებულია სტერილიზაციის თარიღი და დრო.

კლინიკაში აპრობირებულია მოხმარებული სამედიცინო ნივთების დახარისხება და სპეციალური სამსახურის მიერ გეგმის მიხედვით უტილიზება.

სტომატოლოგიის ცენტრ “ENAMEL”-ში აქტიურადაა ჩართული ინფექციების კონტროლის და ხარისხის მართვის სამსახური. ისინი რეგულარულად ამოწმებენ სტერილიზაციის მუშაობას და ეფექტურობას.

ჩვენ შესახებ

ჩვენს კლინიკაში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სრულყოფილი სტომატოლოგიური მომსახურეობა. კლინიკა აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით.

მიღწევები
სოც ქსელები

გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენ სოც ქსელებს, გამოიწეროთ სიახლეები და იყოთ ინფორმირებული ყველა სიალეებზე და ფასდაკლებებზე უმოკლეს დროში.

Copyright 2022 by enameldentistry.ge. All rights reserved.

Copyright 2022 by enameldentistry.ge. All rights reserved.

Share This