პირის ღრუში განვითარებული პათოლოგიური პროცესების ქირურგიული გზით მკურნალობა სტომატოლოგიის უმნიშვნეოვანესი დარგია.
კლინიკა „ენამელში“ კბილის ექსტრაქცია (ამოღება) ხორციელდება სრული გაუტკივარებით, რაც საშუალებას იძლევა კბილი სრულიად უმტკივნეულოდ ამოვიღოთ.
ქირურუგული სტომატოლოგია მოიცავს:
- კბილის ექსტრაქციები, მათ შორის რეტენირებული და ნახევრად რეტენირებული კბილების ექსტრაქცია
- ყბა-სახის მიდამოს ანთებითი პროცესების ქირურგიული მკურნალობა
- ყბა-სახის მიდამოს ტრავმების ქირურგიული მკურნალობა
- ტუჩისა და ენის ლაგმის პლასტიკა
- მცირე და დიდი ზომის კეთილთვისებიანი სიმსივნის ამოკვეთა
- ფესვის მწვერვალის რეზექცია ანუ აპიკოექტომია
- ძვლის ქსოვილის აღდგენა
- ღრძილის ფორმის შეცვლა (კორექცია)
- ცისტექტომია

