ორთოპედიული სტომატოლოგია არის სტომატოლოგიის მიმართულება, რომელიც ემსახურება ყბა-კბილთა სისტემის მთლიანობის დარღვევის დიაგნოსტიკას და მკურნალობას. ორთოპედიული მკურნალობის შედეგად ხდება კბილთა მწკრივი დეფექტების შევსება, რაც საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ, როგორც დარღვეული ღეჭვითი ფუნქცია, ასევე ესთეტიკური მხარე.
რა კონსტრუქციას იყენებს კლინიკა ორთოპედიული მკურნალობის დროს ?
ორთოპედიული მკურნალობის დროს კლინიკა იყენებს როგორც მოსახსნელ, ასევე არამოსახსნელ კონსტრუქციებს. მოსახსნელი კონსტრუქციებია: სრული ფირფიტოვანი და ნაწილობრივი ფირფიტოვანი პროტეზები და ბიგელები, ხოლო მოუხსნელი კონსტრუქციებს წარმოადგენს: ხიდები და ცალკეული გვირგვინები, ვინირები, ჩანართები.
რისგან მზადდება კონსტრუქციები ?
კონსტრუქციები მზადდება მაღალესთეტიური უმეტალო კერამიკისგან და ცირკონის ოქსიდისგან. ყველა კონსტრუქცია მზადდება ციფრული მეთოდით, რაც გულისხმობს მაღალ სიზუსტეს და დამზადების უმოკლეს ვადებს.
მათთვის, ვინც ეძებს სრულყოფილებას და ბოლო თაობის ტექნოლოგიებს სტომატოლოგიურ მკურნალობაში, კლინიკა „ენამელი“ სთავაზობს ორთოპედიულ მომსახურებას პირის ღრუს ციფრული სკანირებიდან ციფრულ ლაბორატორიულ ჩარხამდე:
პირველ ეტაპზე, ექიმი ახდენს პირის ღრუს სკანირებას, რაც მაქსიმალურად ზუსტი მოდელირებისთვის მნიშვნელოვანია
3D გამოსახულება გადაეცემა სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამას, სადაც უმცირესი დეტალების გათვალისწინებით მუშავდება და იქმნება იდეალური მოდელი
დამუშავებული ინფორმაცია მიეწოდება ციფრულ ჩარხს, რომელიც მიკრომეტრების სიზუსტით ამზადებს ხელოვნურ გვირგვინს, ჩანართს თუ ვინირს
და ბოლოს, სულ რაღაც რამოდენიმე საათში მზად არის ორთოპედიული კონსტრუქცია, რომელიც სრულად შეესაბამება პაციენტის პირის ღრუს ესთეტიკურ-ფუნქციონალურ პარამეტრებს და აღემატება მის მოლოდინებს

