საუკეთესო ღიმილის მისაღებად და მის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა.
სტომატოლოგთან გეგმიური ვიზიტით შესაძლებელია კბილებთან დაკავშირებული უმეტესი პრობლემის თავიდან აცილება.
ექვსთვეში ერთხელ პროფესიული წმენდის შედეგად ხდება:
- რბილი, პიგმენტური და მაგარი ნადების მოცილება
- კბილს უბრუნდება ბუნებრივი ფერი
- ქრება პირის ღრუდან არასასიამოვნო სუნი
- მცირდება ღრძილების დაავადების გავრცელების რისკი.
ესთეტიკური სტომატოლოგიის ცენტრ “Enamel”- ში კბილების პროფესიონალური წმენდა ხორციელდება მსოფლიო პრაქტიკაში დანერგილი, უსაფრთხო და უმტკივნეულო სისტემით – EMS Airflow prophylaxis (შვეიცარია) და NSK Prophy – Mate Neo Air Polisher (იაპონია)


