HomePortfolio

Portfolio

Distinctively re-engineer revolutionary meta-services and premium architectures. Intrinsically incubate intuitive opportunities and real-time potentialities. Appropriately communicate one-to-one technology after plug-and-play networks.
profilaqtikuri-stomatologia

საუკეთესო ღიმილის მისაღებად და მის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა.

სტომატოლოგთან გეგმიური ვიზიტით შესაძლებელია კბილებთან დაკავშირებული უმეტესი პრობლემის თავიდან აცილება.

ექვსთვეში ერთხელ პროფესიული წმენდის შედეგად ხდება:

  • რბილი, პიგმენტური და მაგარი ნადების მოცილება
  • კბილს უბრუნდება ბუნებრივი ფერი
  • ქრება პირის ღრუდან არასასიამოვნო სუნი
  • მცირდება ღრძილების დაავადების გავრცელების რისკი.

 

ესთეტიკური სტომატოლოგიის ცენტრ “Enamel”- ში კბილების პროფესიონალური წმენდა ხორციელდება მსოფლიო პრაქტიკაში დანერგილი, უსაფრთხო და უმტკივნეულო სისტემით – EMS Airflow prophylaxis (შვეიცარია) და NSK Prophy – Mate Neo Air Polisher (იაპონია)

https://enameldentistry.ge/wp-content/uploads/2021/12/10-1280x640.jpg

მომხიბვლელი ღიმილის შესაქმნელად, ხშირად კბილების ფორმისა და ფერის გაუმჯობესებაა საჭირო. თუ გსურთ, კბილის:

  • ფორმის გალამაზება
  • ფერის შეცვლა ( გათეთრება)
  • არასწორად მდგომი კბილის შესწორება
  • ძველი ბჟენის ( პლომბის ) გამოცვლა
  • გაცვეთილი ზედაპირის აღდგენა
  • კბილებს შორის სივრცეების შევსება
  • კბილის კარიესული და არაკარიესული დაზიანების აღგენა
  • მოტეხილი კბილების აღდგენა

მაშინ აუცილებელია მხატვრული რესტავრაცია, რაც საშუალებას გვაძლევს მინიმუმ 10 წლით გავაახალგაზრდაოთ ღიმილი.

მასალა:

 

https://enameldentistry.ge/wp-content/uploads/2021/11/profilaqtikuri-stomatologia.png

სტომატოლოგიური თერაპია მიზნად ისახავს კბილის სხვადასხვა ქსოვილის დაზიანების მკურნალობას.

კარიესი არის პროცესი, რომლის დროსაც მიმდინარეობს კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაცია და დარბილება. შედეგად ყალიბდება კარიესული ღრუ.

არსებობს კარიესის რამდენიმე სტადია სიღრმის მიხედვით:

  • ლაქის სტადია
  • ზედაპირული კარიესი
  • საშუალო კარიესი
  • ღრმა კარიესი

კარიესის მკურნალობა გულისხმობს, კარიესის ღრუს წმენდას და შევსებას საჭირო საბჟენი მასალით. მკურნალობის შედეგად აღდგება კბილის ქსოვილის მთლიანობა და აღმოიფხვრება კარიესის პროგრესირება.

რა მასალა გამოიყენება მკურნალობისას?
კლინიკაში გამოიყენება ბოლო თაობის სხივურად გამყარებადი მასალები, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ესთეტიურობით და სიმტკიცით. ფრონტალური ჯგუფის კბილების რესტავრაციისათვის გამოიყენება ჰელიო ბჟენები, რომელთაც ახასიათებს ფერის მდგრადობა და კბილის ქსოვილთა მაქსიმალურად მიახლოვებული სტრუქტურა.

საჭიროებს თუ არა პროცედურა ანესთეზიას?
ღრმა და საშუალო კარიესი საჭიროებს ადგილობრივ ინექციურ ანესთეზიას, ხოლო ინექციის წინ ხდება ლორწოვანის გაუტკივარება. პაციენტი პროცედურის დასრულებისთანავე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

https://enameldentistry.ge/wp-content/uploads/2021/12/8-1280x640.jpg

არხების მკურნალობა ანუ ენდოდონტია კლინიკა ,,ენამელში“ ტარდება უმაღლესი ხარისხის აპარატურითა და მასალით.

დღეისთვის უმაღლესი ხარისხის ენდოდონტიური მკურნალობა FKG-ის თანამედროვე ენდო-ფაილებით მუშაობას გულისხმობს.

შვეიცარული ხარისხის XP ENDO SHAPER-ის ერთ ფაილიან სისტემით მუშაობა პირველად “ენამელში” დაინერგა.

მისი დახმარებით არხების სამ განზომილებიანი დაბჟენა სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს.

ინდივიდუალურად იცვლის ფორმას

გამოიყენება ყველანაირი სირთულის (წვრილი და გაუვალი არხების შემთხვევაში)

როგორც კლინიკა “ენამელის” თერაპევტები აღნიშნავენ, თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენება ენდოდონტიაში გართულების რისკს მინიმუმამდე ამცირებს.

 

დროული მომართვიანობა, სწორი დიაგნოსტირება და სრულფასოვანი ენდოდონტიური მკურნალობა ხშირ შემთხვევაში, გვაძლევს საშუალებას შევინარჩუნოთ კბილი.

სხვადასხვა სტომატოლოგიურ დაავადებათა შორის, ძალზედ ხშირად გვხვდება ფესვის არხების და პერიაპიკალური ( ფესვის ირგვლივი ქსოვილების) ანთებითი ხასიათის დაავადებები. მიმდინარეობის მიხედვით აღნიშნულ პროცესებს ახასიათებთ როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული მიმდინარეობა, ხანგრძლივი რემისიებითა და გამწვავებებით.

როდესაც ანთება ვრცელდება ფესვის ირგვლივ ძვლოვან ქსოვილებზე, ხშირად ვითარდება ოდონტოგენური კისტები.

დაავადება შესაძლოა იყოს როგორც პირველადი (როდესაც პროცესი ვითარდება არანამკურნალები კარიესის ან პულპიტის შემთხვევაში), ასევე მეორადი (როდესაც პროცესი არასწორად მკურნალობის შედეგად წარმოიქმნება).ასევე, ხშირად ვხვდებით ტრავმული ფაქტორებით გამოწვეულ ანთებით პროცესებსაც.

დიაგნოსტირებისთვის, უპირველესად, მივმართავთ კომპიუტერულ ტომოგრაფიას, რათა ზუსტად დავადგინოთ ანთების ლოკალიზაცია, საზღვრები და დავსახოთ მკურნალობის ზუსტი გეგმა.

სწორი ენდოდონტიური მკურნალობა გულისხმობს არხების სრულფასოვან მექანიკურ გაფართოვებას, ანტისეპტიკურ დამუშავებასა და დაბჟენას. მნიშვნელოვანია საერთაშორისოდ მოწოდებული პროტოკოლების ზედმიწევნით დაცვა.

ჩვენთან, ენამელში ვმუშაობთ მხოლოდ მსოფლიოში აღიარებული N1

NSK ენდო მოტორით და FKG swiss endo – სისტემით, რაც ნათლად აისახება მკურნალობის ხარისხსა და შედეგებზე.

 

პროცესი არის:

  • უმტკივნეულო და კომფორტული პაციენტისთვის
  • სწრაფი – ენდობუნიკის გამოყენება საშუალებას გვაძლევს უმცირეს დროში დავასრულოთ მკურნალობა
  • გარანტირებული – არხების სწორად და ხარისხიანად დაჟენა დიდი ხნის მანძილზე უნარჩუნებს კბილებს ფუნქციას.

ენდოდონტიური მკურნალობა ხორციელდება  კარიესის, პულპიტის ( ნერვის ანთების), პერიოდონტიტის და კბილის ტრავმის ( მოტეხილობის) დროს.

ღრმა კარიესის დროს ხშირად კბილის ქსოვილები იმდენად ღრმადაა დაზიანებული, რომ კბილის არხში არსებულ ნერვამდეც კი აღწევს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია არხის მკურნალობა.

პულპიტი- კბილის ნერვის ანთებაა და ხასიათდება მწვავე, შეტევითი ხასიათის ტკივილით. ტკივილი უეცრად იწყება და გაუსაძლისია. ამ დროს აუცილებელია არხის მკურნალობა.

პერიოდონტიტი – კბილის ფესვის მწვერვალზე განვითარებული ანთებაა და ხასიათდება ყრუ ხასიათის მუდმივი ტკივილით. ტკივილი მატულობს კბილის კბილზე დაჭერისას. ამ დროსაც აუცილებელია არხის მკურნალობა.

მასალა:

 

https://enameldentistry.ge/wp-content/uploads/2021/12/10-1280x640.jpg

ორთოპედიული სტომატოლოგია არის სტომატოლოგიის მიმართულება, რომელიც ემსახურება ყბა-კბილთა სისტემის მთლიანობის დარღვევის დიაგნოსტიკას და მკურნალობას. ორთოპედიული მკურნალობის შედეგად ხდება კბილთა მწკრივი დეფექტების შევსება, რაც საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ, როგორც დარღვეული ღეჭვითი ფუნქცია, ასევე ესთეტიკური მხარე.

რა კონსტრუქციას იყენებს კლინიკა ორთოპედიული მკურნალობის დროს ?
ორთოპედიული მკურნალობის დროს კლინიკა იყენებს როგორც მოსახსნელ, ასევე არამოსახსნელ კონსტრუქციებს. მოსახსნელი კონსტრუქციებია: სრული ფირფიტოვანი და ნაწილობრივი ფირფიტოვანი პროტეზები და ბიგელები, ხოლო მოუხსნელი კონსტრუქციებს წარმოადგენს: ხიდები და ცალკეული გვირგვინები, ვინირები, ჩანართები.

რისგან მზადდება კონსტრუქციები ?
კონსტრუქციები მზადდება მაღალესთეტიური უმეტალო კერამიკისგან და ცირკონის ოქსიდისგან. ყველა კონსტრუქცია მზადდება ციფრული მეთოდით, რაც გულისხმობს მაღალ სიზუსტეს და დამზადების უმოკლეს ვადებს.

 

მათთვის, ვინც ეძებს სრულყოფილებას და ბოლო თაობის ტექნოლოგიებს სტომატოლოგიურ მკურნალობაში, კლინიკა „ენამელი“ სთავაზობს ორთოპედიულ მომსახურებას პირის ღრუს ციფრული სკანირებიდან ციფრულ ლაბორატორიულ ჩარხამდე:

პირველ ეტაპზე, ექიმი ახდენს პირის ღრუს სკანირებას, რაც მაქსიმალურად ზუსტი მოდელირებისთვის მნიშვნელოვანია

3D გამოსახულება გადაეცემა სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამას, სადაც უმცირესი დეტალების გათვალისწინებით მუშავდება და იქმნება იდეალური მოდელი

დამუშავებული ინფორმაცია მიეწოდება ციფრულ ჩარხს, რომელიც მიკრომეტრების სიზუსტით ამზადებს ხელოვნურ გვირგვინს, ჩანართს თუ ვინირს

და ბოლოს, სულ რაღაც რამოდენიმე საათში მზად არის ორთოპედიული კონსტრუქცია, რომელიც სრულად შეესაბამება პაციენტის პირის ღრუს ესთეტიკურ-ფუნქციონალურ პარამეტრებს და აღემატება მის მოლოდინებს

https://enameldentistry.ge/wp-content/uploads/2021/12/10-1280x640.jpg

როდის უნდა დავიწყოთ ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა?

6-7 წელი, ეს ის ასაკია, როდესაც მშობელმა უნდა დაგეგმოს პატარას პირველი ვიზიტი ორთოდონტთან.

მკურნალობა სრულყოფილი დიაგნოსტიკით იწყება, რადგან თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად შევარჩიოთ სწორი ორთოდონტიული აპარატი.

ენამელში ყბების ანატომიური განლაგების და თანკბილვის შეფასებისთვის, ასევე მივმართავთ ცეფალოგრამით დიაგნოსტიკას.

მკურნალობისთვის კი ვიყენებთ მაღალი ხარისხის ბრეკეტების სიტემას, რაც გვეხმარება სასურველი შედეგის მიღებაში

მანიპულაციები ტარდება ერთჯერადი ინსტრუმენტებით, ხოლო მრავალჯერადი გამოყენების ინსტრუმენტები გადიან სტერილიზაციის ყველა ეტაპს.

https://enameldentistry.ge/wp-content/uploads/2021/12/217686305_1154379661749868_7196204279898920369_n-1280x640.jpg

როდესაც იმპლანტაციისთვის ემზადები, მნიშვნელოვანია

ექიმის პროფესიონალიზმი

იმპლანტის ხარისხი

ჩანერგვის ტექნიკა

სამომავლო ორთოპედიული კონსტრუქციის (ერთეული გვირგვინი, ხიდი, პროთეზი) წინასწარი დაგეგმვა

თანამედროვე ტექნოლოგიები ეხმარება ექიმს იმპლანტაციის სწორ და ატრამვულად ჩატარებაში

კლინიკა „ენამელშ“ საიმპლანტაციო სისტემიდან, არჩევანი შევაჩერეთ ევროპასა და ამერიკაში #1 გაყიდვად კორეულ კომპანიაზე „მეგაგენი“, რომლის ჩანერგვაც შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ძვალში

იმპლანტაციას ატარებს ყბა-სახის ქირურგი, იმპლანტოლოგი გიორგი რაქვიაშვილი იმპლანტაცია ტარდება თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიის გამოყენებით – საჭიროების შემთხვევაში ქირურგიული მიმმართველის დახმარებით, ხოლო პროგნოზირებადი შედეგისთვის და სამომავლო პროტეზირების დაგეგმარება ხორციელდება „digital Imaging” (ციფრული დაგეგმარებით)

 

დენტალური იმპლანტაცია წარმოადგენს ადენტიის (უკბილობის) მკურნალობის უალტერნატივო მეთოდს. დენტალური იმპლანტაციის დროს ძვალში თავსდება ხელოვნური ფესვი (იმპლანტი), რომელზეც შემდგომში ფიქსირდება ხოლოვნური კბილი (გვირგვინი).
დენტალური იმპლანტაცია ციფრულად დამზადებული მმართველის (შაბლონის) გამოყენებით წარმოადგენს რევოლუციას თანამედროვე სტომატოლოგიაში. დღეს იმპლანტაცია ციფრული ტექნოლოგიით, ანუ კომპიუტერული დაგეგმარებით ყოველგვარი განაკვეთის გარეშე სრულდება.

კბილის დენტალური იმპლანტაციის დროს გამორიცხულია უზუსტობები და პროცედურის შემდგომი გარ¬თუ¬ლე¬ბები.
იმპლანტაცია ციფრული ტექნოლოგიით რამოდენიმე ეტაპისგან შედგება:

1 ეტაპი – 3D კომპიუტერული ტექნოლოგიით ძვლოვანი ქსოვილის დეტალური დათვალიერება.

2 ეტაპი –პირის ღრუ სკანირება და სპეციალური კომპიუტერული პროგრამით დაკარგული კბილის წინასწარი მოდელირება.

3 ეტაპი – დამოდელირებული კბილე(ბ)ის ციფრულად დამუშავება და ზუსტი განსაზღვრა თუ როგორი ფორმის, ზომის იმპლანტი უნდა გაკეთდეს. იმპლანტის ჩასმის მდებარეობა ძვლოვან ქსოვილში ისაზღვრება იდეალური სიზუსტით.

4 ეტაპი –ციფრულად დამზადებული მიმმართველის (შაბლონის) გამოყენებით დენტალური იმპლანტაცია.

უპირატესობები:

  • ოპერაცია განაკვეთის გარეშე
  • იმპლანტის ჩასმის მიმართულების იდეალური სიზუსტე
  • ოპერაციის შემდგომი შეშუპების და ტკივილის მინიმალიზაცია
  • პროცედურის მოკლე დროში ჩატარება
  • უსაფრთხო და კომფორტული პროცედურა

 

https://enameldentistry.ge/wp-content/uploads/2021/11/10-1280x640.jpg

პირის ღრუში განვითარებული პათოლოგიური პროცესების ქირურგიული გზით მკურნალობა სტომატოლოგიის უმნიშვნეოვანესი დარგია.

კლინიკა „ენამელში“ კბილის ექსტრაქცია (ამოღება) ხორციელდება სრული გაუტკივარებით, რაც საშუალებას იძლევა კბილი სრულიად უმტკივნეულოდ ამოვიღოთ.

ქირურუგული სტომატოლოგია მოიცავს:

  •  კბილის ექსტრაქციები, მათ შორის რეტენირებული და ნახევრად რეტენირებული კბილების ექსტრაქცია
  •  ყბა-სახის მიდამოს ანთებითი პროცესების ქირურგიული მკურნალობა
  •  ყბა-სახის მიდამოს ტრავმების ქირურგიული მკურნალობა
  •  ტუჩისა და ენის ლაგმის პლასტიკა
  •  მცირე და დიდი ზომის კეთილთვისებიანი სიმსივნის ამოკვეთა
  •  ფესვის მწვერვალის რეზექცია ანუ აპიკოექტომია
  •  ძვლის ქსოვილის აღდგენა
  •  ღრძილის ფორმის შეცვლა (კორექცია)
  •  ცისტექტომია
ჩვენ შესახებ

ჩვენს კლინიკაში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სრულყოფილი სტომატოლოგიური მომსახურეობა. კლინიკა აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით.

მიღწევები
სოც ქსელები

გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენ სოც ქსელებს, გამოიწეროთ სიახლეები და იყოთ ინფორმირებული ყველა სიალეებზე და ფასდაკლებებზე უმოკლეს დროში.

Copyright 2022 by enameldentistry.ge. All rights reserved.

Copyright 2022 by enameldentistry.ge. All rights reserved.